უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ლექს ფრიდმანის პოდკასტში ომის თემაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთთან ომის დაწყების პირველ დღეებში დაურეკა და ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის დაბომბვის გამო ბოდიში მოუხადა.
„ომის პირველი დღეებში ლუკაშენკოს ტელეფონით ვესაუბრე და მან ბოდიში მომიხადა და თქვა, რომ “ეს მე არ ვიყავი, რაკეტები ჩემი ტერიტორიიდან გაუშვეს და პუტინი იყო, ვინც მათ უშვებდა.” ეს მისი სიტყვებია, თვითმხილველებიც მყავს – “მე ბოდიშს ვიხდიო” – ასე მითხრა. “დამიჯერე ვალოდია, ეს მე არ ვყოფილვარ, მე მართვის სადავეებთან არ ვარ” – ეს მითხრა მან“, – თქვა ზელენსკიმ.