აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

26 დეკემბერს, ოკუპანტების მიერ გატაცებული ერთ-ერთი პირი, გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმია

26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

მოგვიანებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. KGB-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების “საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება”. ამავე განცხადებაში დასახელებულია გატაცებულების ვინაობაც. ესენი არიან ალექსი მამულია და ვანო ჯაფიაშვილი.

გატაცებულებს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

გამოცემა “მოზაიკას” ცნობით, ალექსი მამულია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს, ის ოტორინოლარინგოლოგია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოპერაციის გასაკეთებლად გადავიდა.

იტვირთბა....