ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის” – ერდოღანი

სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიზეში მისი პარტიის რიგით მერვე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენი ავტომაგისტრალის 17 პროექტი სხვადასხვა რაიონებში გრძელდება. ჩვენი სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის, რომელიც ესაზღვრება შავ ზღვას“, – დასძინა მან.

ერდოღანის თქმით, პროექტის შედეგად, ერთმანეთს დაუკავშირდება ქალაქები ორდუ, გირესუნი, ტრაპიზონი, რიზე და ართვინი სარკინიგზო ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.

„ტრანსპორტის მინისტრი აქ არის, ამას ვამბობ, როდესაც მას თვალებში ვუყურებ“ – აღნიშნა ერდოღანმა.

იტვირთბა....