5 იანვარს, თბილისის გარდა საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში გაიმართება:
17:00 საათზე – თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბებიან;
19:00 საათზე – აქცია გაიმართება პარლამენტთან;
19:00 საათზე – აქცია გაიმართება საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოთხოვნით – „დღის ეთერი ხალხს!“;
19:30 საათზეა დაგეგმილი “კაცების შოუს” ფანების მარში რესპუბლიკის მოედანზე;
19:00-22:00 – პარლამენტთან (ნაძვის ხესთან) საჩუქრების შეგროვებისა და დარიგების ღონისძიება იქნება;
19:00-22:00 – მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად აქცია იქნება ბაზარი ორბელიანზე (ვეკუას 3ა);
22:00 საათზე, პარლამენტთან სამედიცინო ნიღბების აქცია იგეგმება.
რაც შეეხება რეგიონებს, ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, 17:00 საათზე, გაიმართება აქცია სახელწოდებით – “ვაპროტესტებთ რუსულ რეჟიმს!”;
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, 19:00 საათზე – “სამშობლოს სამსახურში!”;
ქუთაისში, მერიის წინ, 19:00 საათზე – “კი ევროპას, არა რუსეთს!”.