“საქართველო რუსეთის აგენტის ივანიშვილის მმართველობის პირობებში, გახდება გარიყული სახელმწიფო, როგორც კი აშშ-ის კონგრესი მიიღებს “საქართველოს კოშმარის არაღიარების აქტს”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ X-ზე წერს, რომელიც კონგრესმენ ჯო უილსონს ციტირებს.
“მნიშვნელოვანია! საქართველო რუსეთის აგენტის ივანიშვილის მმართველობის პირობებში, გახდება გარიყული სახელმწიფო, როგორც კი აშშ-ის კონგრესი მიიღებს “საქართველოს კოშმარის არაღიარების აქტს”.
ამის ისტორია არსებობს, განმარტავს ჯო უილსონი.
შეერთებულ შტატებს არასოდეს უღიარებია საბჭოთა კავშირის ბალტიის რესპუბლიკების ანექსია მას შემდეგ, რაც კონგრესი წამოიწია.
… ანალოგიურად, რამდენიმე წლის წინ აშშ-ის კონგრესმა მიიღო ყირიმის ანექსიის არაღიარების აქტი.
და ახლახან აშშ-ის კონგრესმა გამოსცა “ასადის რეჟიმის ანტინორმალიზების აქტი 2023 წელს”, რომელიც კრძალავს სირიის აღიარებას ალ-ასადის დროს,” – წერს რაუფოღლუ.