ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ MEGOBARI აქტის და კონგრესმენ, ჯო უილსონთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
“საქართველოს ახალი კანონპროექტები მოიცავს “ქართული ოცნების” ყველა ოფიციალური პირისა და მათი ოჯახის წევრების სრულ განხილვას კორუფციისთვის ან საქართველოს სუვერენიტეტის შელახვის მცდელობებისთვის და თუ დადგინდა, რომ რომელიმე მათგანში მონაწილეობდნენ – ისინი დაექვემდებარებიან სანქციებს, ამბობენ ავტორები”, – წერს რაუფოღლუ.