ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილის ხელმძღვანელობით “ოცნებამ” საქართველო დაუახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელს”- კონგრესმენები კონოლი და ტერნერი

კონგრესმენი, პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების კომიტეტის რანგის წევრი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, გერი კონოლი და დაზვერვის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მიესალმებიან.

“ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ, რისი მიზეზიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ზიანის მიყენება გახდა. ივანიშვილის ხელმძღვანელობით “ქართულმა ოცნებამ” საქართველო დაუახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელს, როდესაც მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ძალადობა გამოიყენა საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ და შეაჩერა მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით”, – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....