ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ტყიბულის წერაქვი გაკვეთს რეჟიმის ტყვეების საკნებს” — მეშახტეების პროტესტი

დღეს ტყიბულში მეშახტეების აქცია გაიმართა.

მათ მხარდასაჭერად ადგილზე თბილისიდანაც ჩავიდნენ. მათ შორის არიან მსახიობი კახა კინწურაშვილი და რეჟისორი დათა თავაძე.

კინწურაშვილმა გაანცხადა, რომ სახელმწიფო აღარ არსებობს, ხალხს კი დარჩა ერთადერთი გზა – სოლიდარობა.

„დღეს ტყიბულელ მეშახტეებთან ვართ! ერთად ვიბრძვით საერთო მიზნისთვის — მზრუნველი სახელმწიფოსთვის”, — აღნიშნავს თავაძე.

შეგახსენებთ, „საქნახშირმა“ 38 მეშახტე გაათავისუფლა 2024 წლის დასასრულს. მეშახტეების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

ფოტო – „მაუწყებელი“

იტვირთბა....