“მჯეროდა და მწამდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი” – ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში საუბრობს.
“იყო [ფიზიკური ანგარიშსწორება], ვიჩხუბეთ. სამწუხაროდ არ დამთავრდა ამით, მოჰყვა ზარები. რომ ჩავრთე ტელეფონი, თუკი ვინმე შეიძლებოდა ჩემთან დაეკავშირებინათ, ყველამ დამირეკა, პირდაპირი და ირიბი მუქარებით. შვილებზე, განსაკუთრებით.
ყველაზე მძიმე ის აღმოჩნდა, რომ ეს წლები მჯეროდა და მწამდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე ცხოვრებაში, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი ქვეყანაში, სადაც სამართალი შეიძლება ვერ ვიპოვო. ამიტომ, ამ ინტერვიუს მერე ფრენა მაქვს და მივდივარ ქვეყნიდან” – განაცხადა მან.