„ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, რომელთანაც ახლო მეზობლობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს და ასევე, გისურვებთ წარმატებებს ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაში,” — წერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.
მანამდე ყაველაშვილმა მილოცვები სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისგან, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსგან, სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანისგან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან მიიღო.
14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა.