სიკვდილიანობის ლიდერი მსოფლიოში გული-სისხლძარღვთა დაავადებებია. ამავდროულად ეს დაავადებები მზაკვრულია, რადგან ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გულის დაავადებების გამომწვევი სხვადასხვა მიზეზებთან ერთად, გენეტიკური წინაპირობაა.
გულსისხლძარღვთა სისტემაზე სტრესს გავლენა აქვს, თუმცა მტკიცებულებები არ არსებობს, თუ რა სახის სტრესი როგორ მოქმედებს ადამიანზე. მითუმეტეს, რომ ეს ინდივიდუალურია.
თუმცა ცხადია, რომ სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანები სიგარეტს უფრო ხშირად ეწევიან, ალკოჰოლს ეტანებიან, ჭარბად ღებულობენ საკვებს, ფიზიკურ აქტივობას უკლებენ-ასეთი ცხოვრების წესის მქონე ადამიანები კი გულის შეტევის პირდაპირ რისკ-ფაქტორებს განეკუთვნებიან.
გულის ტკივილი განსხვავებულია. ამ დროს ტკივილთან ერთად პაციენტი შიშს და ჰაერის უკმარისობას გრძნობს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებში ინფარქტის შემთხვევები გახშირდა და სტატისტიკის მიხედვით, ახალგაზრდებს უფრო უჭირთ ინფარქტის გადატანა.
ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, ახალგაზრდების უმეტესობა კი ფეხით თითქმის არ დადის.
პაციენტების დიდი მასა გვიან შემოდგომაზე აკითხავს ექიმს, რადგან ზაფხულში სისხლძარღვები გაფართოებულია, შემდეგ კი, სეზონურად, სიცივის გამო, რადგან სისხლძარღვები ვიწროდვება, გულის დაავადებებიც ვლიდნება.
ფიზიკური აქტივობა, როგორც პრევენცია, აუცილებელია. ამერიკის გულის ასოციაციას პირდაპირ აქვს მოცემული, რომ ფიზიკური დატვირთვა 30 წუთის განმავლობაში, კვირაში 5 დღე, ჯანმრთელი ადამიანისთვის აუცილებელია. მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება-აუცილებელია ბოსტნეულის და ხილის მიღება, ასევე კვირაში ორჯერ თევზის მიღება. გულისთვის კარგია თხილეული და რძის ნაწარმი (ცხიმის გარეშე).
„სხვა შუადღე“

