ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ყარაბაღში ჭურვმა 16 წლის გოგონა იმსხვერპლა

მთანი ყარაბაღის ე.წ თავდაცვის სამინისტრომ ვიდეო მასალა გაავრცელა და ირწმუნება, რომ გასული 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანელების კუთვნილი მორიგი მზვერავი აპარატი ჩამოაგდო.

აზერბაიჯანი კატეგორიულად უარყოფს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფრონტის ხაზის გასწვრივ მდებარე დასახლებებზე განხორციელებული შეტევების დროს, აზერბაიჯანის არმიამ სმერჩის ტიპის სისტემები გამოიყენა.

აზერბაიჯანული მხარე ასევე ირწმუნება, რომ ტერტერის რაიონში დღეს მოწინააღმდეგის მიერ გასროლილი ჭურვი სახლს დაეცა და 16 წლის გოგონა იმსხვერპლა.

იტვირთბა....