რუსეთმა და თურქეთმა ანკარასთვის მიწოდებული S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
მისი თქმით, ეს თემა განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხებს განეკუთვნება.
„ჩვენ გვქონდა და განვაგრძობთ კონტაქტს ამ თემაზე თურქულ მხარესთან“, – აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე თურქულმა გამოცემამ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ანკარამ S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდა. გამოცემის ცნობით, სანაცვლოდ, აშშ თურქეთს სანქციების მოხსნას დაჰპირდა.
თურქეთმა S-400 ტიპის სარაკეტო სისტემები 2019 წელს მიიღო. ამის შემდეგ აშშ-მ თურქეთს მოსთხოვა, უარი ეთქვა რუსულ სისტემებზე.

