რუსეთის ბაზარი საწვავის დეფიციტს განიცდის, რადგან ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უკრაინული დრონების შემოჭრის გამო რემონტი უწევთ, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.
რუსეთის ვიცე-პრემიერის თქმით, ბაზარზე ამჟმად პრობლემები და დეფიციტია, რის გამოც რიგები ჩანს და ასევე არის არასტაბილური მომსახურება ბენზინგასამართ სადგურებზე.
ნოვაკის განცხადებით, რუსეთი ივლისში დაიწყებს საწვავის იმპორტს სხვა ქვეყნებიდან და შეაჩერებს დიზელის ექსპორტს, შეამცირებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მიმდინარე რემონტის ვადებს და გადადებს დაგეგმილ რემონტს.

