აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში გაღრმავებული საწვავის კრიზისის ფონზე, რუსეთის მოსახლეობა ინტერნეტში ყველაზე ხშირად საწვავის სახლში დამზადების გზებს ეძებს

რუსეთში გაღრმავებული საწვავის კრიზისის ფონზე, რუსეთის მოსახლეობა ინტერნეტში ყველაზე ხშირად საწვავის სახლში დამზადების გზებს ეძებს – ამის შესახებ გამოცემა The Bell Яндекс Вордстат-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით. ფრაზა „როგორ გავაკეთო ბენზინი“ (как сделать бензин) ივნისში 17,1 ათასჯერ მოიძებნა, რაც მაისთან შედარებით სამჯერ მეტია და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მათივე ცნობით, ყველაზე მეტი მსგავსი მოთხოვნა მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, კრასნოდარიდან, ასევე ოკუპირებული სევასტოპოლიდან და სიმფეროპოლიდან დაფიქსირდა. მომხმარებლები ასევე ეძებდნენ ინფორმაციას „სახლში ბენზინის დამზადების“ და „92-ოქტანიანი ბენზინის 95-ოქტანიანად გადაქცევის“ შესახებ.

იტვირთბა....