aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შეხვედრა, რომელსას სუს-ის შეფი ესწრება: თინა ხიდაშელს სესიაშვილი ჩაანაცვლებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იმყოფება და ის პარტიის ლიდერებს ხვდება. წყაროს ინფორმაციით, შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურიც ესწრება. დახურულ შეხვედრაზე საარჩევნო სტრატეგია, სიის ფორმირების საკითხები და არჩევნებამდე სამთავრობო ცვლილებები განიხილება. დღის მანძილზე პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომაც გაიმართება. ინფორმაციის თანახმად ამ შეხვედრაზე გადაწყდება დატოვებს თუ არა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პოსტს. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით თინა ხიდაშელს, თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ჩაანაცვლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხიდაშელთან ერთად პოსტი შესაძლოა კიდევ რამდენიმე მინისტრმა დატოვოს.

 

იტვირთბა....