მსოფლიო

გაფრთხილება: რატომ არ უნდა გავავრცელოთ საკუთარი ბავშვების ფოტოები სოცქსელში

საფრანგეთის ნაციონალური ჟანდარმერია მშობლებს აფრთხილებს, რომ საკუთარი შვილების პირადი სურათების დადება ნებისმიერ სოციალურ ქსელში ძალიან საშიშია. „ბევრი მშობელი დებს შვილის სხვადასხვა, ერთი შეხედვით უწყინარ ფოტოებს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ამ სურათების ნახვა დამნაშავეებსაც შეუძლიათ.“- აცხადებს ჟანდარმერია.

საფრანგეთის ჟანდარმერიამ ფეისბუქზე  შემდეგი სახის განცხადება გამოაქვეყნა: “დაიცავით თქვენი ბავშვები! თუ თქვენ სარგებლობთ ფეისბუქით ან სხვა სოციალური ქსელით და გიყვართ თქვენი შვილები, არაა საჭირო მათი სურათების განთავსება, მაშინაც თუ თქვენი მეგობრებიც იგივეს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაქვს უფლება, რომ ვიამაყოთ ჩვენი ლამაზი ბავშვებით, მაგრამ დაიცავით მათი უსაფრთხოება! გახსოვდეთ, რომ ამ სურათების დადება არაა უსაფრთხო! მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების დაცვა”.

პოლიციელებს ეშინიათ პედოფილების, რადგან ისინი მარტო ბავშვების სურათებს კი არ ათვალიერებენ,  არამედ იმ ადგილებსაც, სადაც ისინია გადაღებული.  მათი მიხედვით ხვდებიან  საცხოვრებელ ადგილს, რაც ძალიან საშიშია.

სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელები აღიარებენ, რომ მსოფლიოში იზრდება ბავშვების გატაცების შემთხვევები. ამის მიზეზი კი მშობლების მიერ სოციალურ ქსელებში ბავშვების ძალიან ღია სურათების განთავსების ბრალია. ფეისბუქმა ევროპის მთავრობასთან ერთად გადაწყვიტა მშობლების გაფრთხილება იმ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს მათი სურათების განთავსებას.

mpress.ge

იტვირთბა....