“დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე” – დედაქალაქის მერმა ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ტრადიციულად, ჩვენ დეკემბრის დასაწყისში თბილისში ვრთავდით ხოლმე საახალწლო განათებებს და ინთებოდა მთავარი ნაძვის ხეც, ამჯერად, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი სახალხო დღესასწაული და არავის მიეცემა უფლება, ჩვენს პატარებს და თანაქალაქელებს სიხარულის და ბედნიერების განცდა წაართვას. თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი საახალწლო ქალაქი, გვექნება ბევრი საზეიმო ღონისძიება, და ამ დღეების განმავლობაში და ახალ 2025 წელს შევხვდებით ისე, როგორც გვეკადრება, ახალი გამარჯვებებით, მშვიდობისა და განვითარების იმედით” – განაცხადა კალაძემ.