ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS ბრიტანეთს ემუქრება

ე.წ “ისლამური სახელმწიფო” დიდ ბრიტანეთს ტერორისტული თავდასხმებით ემუქრება. “ისლამური სახელმწიფო” ლონდონს აფრთხილებს, რომ ქალაქი შესაძლოა მისი შემდეგი მსხვერპლი გახდეს. ვიდეოში ნაჩვენებია პარლამენტის შენობა და გაჟღერებულია პირდაპირი მუქარა ბრიტანეთის და სხვა ქრისტიანული ქვეყნების მიმართ, რომელთაც „ჯვრის ქვეყნებს უწოდებს“.

ბრიტანული დაზვერვა სწავლობს ISIS მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მუქარაა ჩაწერილი.

სამართალდამცავების მტკიცებით, აღნიშნული პროპაგანდისტული ვიდეოს მიზანი “ისლამური სახელმწიფოს” მიმდევართა მორალური მხარდაჭერაა, რადგან ISIS-მ გასულ კვირას ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა.

 

იტვირთბა....