საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კონგრესმენი, ჯო უილსონი გამოეხმაურა და აღნიშნა რომ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.
„სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მე მივესალმები მის გამბედაობას, როდესაც ის ეწინააღმდეგება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს ქართველებს დაუსვას რუსეთის მარიონეტული პრეზიდენტი. ახალი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს!“ — წერს X-ზე კონგრესმენი, ჯო უილსონი