ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე – ევროპის კინოაკადემია

ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.

„როგორც ჩანს, დაკავება არის მთავრობის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მიზნით, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში გამოხატვისა თავისუფლებასა და ხელოვანთა უსაფრთხოებაზე.

ევროპის კინოაკადემია წუხს ანდრო ჭიჭინაძის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს იგი და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა კინოსა და კულტურის ინსტიტუტს მთელს მსოფლიოში, იგივე გააკეთოს“, – წერია განცხადებაში.

ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევაში, მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 7 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით ჭიჭინაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....