ტელეკომპანია “მაესტროს” ახალი გენერალური დირექტორი ზურაბ ნაყეური იქნება. ახალი დირექტორი არხის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ “მაესტროს” ჟურნალისტებს წარუდგინა.
ნაყეურის კანდიდატურას პარტნიორთა კრებაზე უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა. გაჩეჩილაძემ თავდაპირველად დირექტორის თანამდებობაზე მისი ძმა ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა.