აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

სასამართლომ მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა წვრილმან ხულიგნობაზე და ის გაამართლა, თუმცა, სამართალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე.

სასამართლოს გიორგი ნაკაშიძის მხარდასაჭერად ესწრებოდნენ კინოსა და თეატრის მსახიობები, რეჟისორები და ხელოვანები. სასამართლოში მივიდა რეჟისორი ქეთი დოლიძეც.

გიორგი ნაკაშიძე 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

იტვირთბა....