ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო

უვიზო რეჟიმი ჩინეთთან: ჩინური ავიაკომპანიები საქართველოთი ინტერესდებიან

„ჩინეთიდან ტურისტული ჯგუფები, საქართველოში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ“, – ამის შესახებ,  ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. როგორც ის ამბობს,  ჩინეთიდან ტურისტული ჯგუფებისთვის, უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს და ის უახლოეს პერიოდში დასრულდება.

„ჩინეთის ტურიზმის სააგენტოსთან ერთად, ჩვენ შევქმენით ჯგუფი, რომელიც ორ წლიან სამუშაო გეგმაზე იმუშავებს. ჩვენ ასევე ვქმნით სპეციალურ პროდუქტებს, რომელიც სპეციალურად ჩინელებზე იქნება გათვლილი”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

ჩოგოვაძემ ასევე განაცხადა, რომ სავიზო რეჟიმის მოხსნის შემდეგ, საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლის სურვილი სამმა ირანულმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.

„ყველანაირ რეკორდს ხსნის საქართველოში ტურისტების რაოდენობა, რეკორდული დასაწყისია 2016 წელსაც. ტურიზმის განვითარებისთვის რამდენიმე კომპონენტია საჭირო, – ეს არის გამოფენები, მარკეტინგული ღონისძიებები, სავიზო გამარტივება, – ირანი ამის კარგი მაგალითია და შედეგი უკვე სახეზეა.

საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობით, სამეულში არიან აზერბაიჯანი და სომხეთი. ეს არ არის უნიკალური შემთხვევა, ყველა ქვეყანაში მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. რაც შეეხება ამ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ სქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს კონფლიქტი დროში მალე მორჩეს, რადან ამას აუცილებლად ექნება ნეგატიური გავლენა რეგიონზე და მის ეკონომიკაზეც”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.”

იტვირთბა....