დღეს საპროტესტო აქციაზე დაკავებული ონისე ცხადაძის სასამართლო პროცესი შედგა.
“არასდროს არანაირი ძალადობა არ ჩამიდენია. შემიძლია, დავიფიცო. ყოველთვის მხოლოდ ჩემს ქმედებებზე ვარ პასუხისმგებელი და არც არავინაა ჩემი ზემოქმედების ქვეშ. არსად წასვლას არ ვაპირებ, ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვრო”, – სწორედ ეს იყო სტენდაპერი ონისე ცხადაძის სიტყვა საკუთარ სასამართლო პროცესზე.