ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ნინო კვიტაიშვილს “ტიტუშკის” მიერ ნასროლი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, დასჭირდა ოპერაცია… არ იწყებენ გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია” – ნიკა მელია

პარტია ახალის პოლიტსაბჭოს წევრი და თბილისის საკრებულოს წევრი ნინო კვიტაიშვილი “ტიტუშკების” მიერ მიყენებული დაზიანებების გამო საავადმყოფოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი ნიკა მელია ავრცელებს, მისი თქმით, საგამოძიებო უწყება არც კი იწყებს ამ ფაქტის გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

“”ტიტუშკების” ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი “მიქსევა”, რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.

უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.

3 დღის წინ, “ტიტუშკების” ჯგუფი, ცდილობდა თანამებრძოლების პროვოცირებას, რა დროსაც ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი გადაეფარა თავის თანაგუნდელ ბიჭებს, ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებასა და ესკალაციის თავიდან არიდებას, რა დროსაც “ტიტუშკის” მიერ ნასროლი, ალესილი შუშის ბოთლი მოხვდა სახეში, დასჭირდა ოპერაცია და ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში.

საგამოძიებო უწყება კი არც იწყებს ამ ფაქტის გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

ვუცხადებ სოლიდარობას ყველა დაზარალებულს, ჩალურჯებები გაივლის, ის ხალხი კი, ვინც ამ პროცესში სიბნელის მხარეს დგას, ადამიანის სახეს, ვერასდროს დაიბრუნებს.” – აცხადებს ნიკა მელია.

იტვირთბა....