ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NCDC – LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია NCDC-ს ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს – დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამ პლატფორმით არასოდეს უსარგებლია – როდის და ვის მიერ მოხდა გვერდის გახსნა, უცნობია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ მათი სახელით, პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია NCDC-ის ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს.

მათივე განცხადებით, NCDC-ის აღნიშნული პლატფორმით არასოდეს უსარგებლია და უცნობია, ვინ გახსნა გვერდი.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სახელით, პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია NCDC-ს ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, სხვადასხვა ინფორმაციის გასავრცელებლად, პლატფორმით – LinkedIn არასოდეს უსარგებლია. როდის და ვის მიერ მოხდა გვერდის გახსნა ან ადმინისტრირება – სამწუხაროდ, ამის შესახებ ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას.

ამასთან, LinkedIn-ის ადმინისტრაცია ინფორმირებულია მომხდართან დაკავშირებით და მას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ანგარიშის გაუქმების თხოვნით, უკვე მიმართა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, LinkedIn-ზე შემდეგი ინფორმაცია გამოქვეყნდა: „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაცნობებთ, რომ სავსეები ვართ კორუმპირებული გაჩუმებული ხალხით, „ქოცებით“, „ოდეერებით“ და ბიძინასგან ნაჩუქარი ქონების გამო გვიზის მენეჯმენტიც გაჩუმებული“.

იტვირთბა....