სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ავრცელებს.
„იმედზე“ გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები – ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი“, – წერს საბა ბუაძე სოციალურ ქსელში.