ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქალების აქციები პოლიციის შენობებთან – როგორ ხვდებიან სამართალდამცველები ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნას?

ვაკე- საბურთალოს პოლიციის განყოფილებასთან, სადაც ქალებისა და დედების აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეები ითხოვენ შეწყდეს ძალადობა მათი შვილების წინააღმდეგ. ქალების თქმით, სამართალდამცველები ამ მოთხოვნის მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ.

“ცინიკურად 2-3 ბატონი ირონიით იყურებოდა და მიმიკებით გვანიშნებდა რომ თურმე რაღაც სახალისო ხდება ქვეყანაში, არასერიოზული ხდება, გამოვიდნენ და გაგვცენ პასუხი, სცემენ თუ არა პატივს თავის მუნდირს და იმ ფიცს, რომელიც დადეს საქართველოს მოქალაქეების წინაშე” – ამბობს აქციის მონაწილე, დეა მეტრეველი.

ქალებისა და დედების აქციები მიმდინარეობს თბილისის პოლიციის სხვა განყოფილებებთანაც. მათ შორის, ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის სამმართველოს შენობებთან. მოთხოვნა ყველგან ერთია – შეწყდეს აქციის მონაწილეების დარბევა, ცემა და წამება. ქალებს ადგილზე მიტანილი აქვთ სწორედ საპოლიციო ძალების მიერ ნაცემი პირების ფოტოები.

ისანი-სამგორის სამმართველოსთან შეკრებილი ქალები პოლიციის შენობაშიც შევიდნენ, რასაც ძალოვნების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

იტვირთბა....