ჯგუფის “დაიტოვე” ერთ-ერთი დამფუძნებლის სახლში პოლიცია შევიდა. ჯერ-ჯერობით უცნობია რატომ მივიდა შსს ილია ღლოტნის სახლში, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ გუშინ გამოკითხვაზე ჰყავდათ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დოდი ხარხელიც. დოდის სახლიდან გომელაურის უწყებამ ყველა ციფრული მოწყობილობა გაიტანა, როგორც შსს ამბობს, ისინი ელექტრონული მოწყობილობების ამოღებას ღლონტის სახლიდანაც აპირებენ. “დაიტოვეს” ადმინისტრატორს მხარდამჭერები აქტიურად ურჩევდნენ, რომ სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერი ჩაერთო მანამდე, სანამ პოლიცია მის სახლს დატოვებდა.
იხილეთ ლაივი: