“ფორმულას“ ოპერატორი თედო ქვაჩახია ტვინის შერყევის დიაგნოზით, ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. ქვაჩახია წუხელ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას დაშავდა.
აქციაზე წუხელ, პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილიც დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია უცხოური მედიის წარმომადგენელიც.
ფოტო: რადიო თავისუფლება