საზოგადოება

როგორ ამოვიცნოთ ყალბი iphone: სანამ იყიდით, წაიკითხეთ სპეციალისტთა რჩევები

მობილურის ყიდვისას დააკვირდით ყუთს – ის ბოლომდე უნდა იყოს დახურული. თუ ის ბოლომდე არ არის დახურული ძალიან კარგად დაათვალიერეთ ტელეფონი. დააკვირდით USB-ს დამტენს და ყურსასმენებს.

ორიგინალის ყუთს უნდა ჰქონდეს ტელეფონის კონტურის შესაბამისი რელიეფი. სხვა შემთხვევაში თქვენ საქმე ყალბ აიფონთან გაქვთ. ნამდვილი აიფონის სატენი უნდა იწონიდეს 60 გრამს და მასზე არ უნდა იყოს არც ერთი იეროგლიფი. თუ სატენი ჩინური აღმოჩნდება, არ არის გამორიცხული, რომ ტელეფონიც ჩინურია.

უკანა ნაწილი-ასევე ჩინურ ტელეფონს ადვილად ეხსნება უკანა ნაწილი. ნამდვილ iphone-ს ეს ნაწილი ”ქირურგიული” ჩარევის გარეშე არ ეხსნება. ანუ ტელეფონის დაშლა არის საჭირო.

სენსორი-თუ „აიფონში“ არის სენსორის ჯოხი ან „აიფონის“ სენსორი რეაგირებს ნებისმიერ საგანზე, ეს არ არის ორიგინალი, რადგან ორიგინალს არ აქვს ჯოხი სენსორისთვის და ორიგინალის სენსორი მარტო ადამიანის თითზე (კანზე) რეაგირებს.

მესიჯი-გაუგზავნოთ ვინმეს მესიჯი, რადგან „აიფონი“ განთქმულია მსოფილოში საუკეთესო სენსორული კლავიატურით. თუ ხარვეზები სენსორს, ნუ იყიდით.

თუ კი მეორად iPhone-ს ყიდულობთ, აუცილებლად დარწმუნდით რომ სმარტფონიდან წაშლილია სხვისი iCloud-ი, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემები გელით წინ და შესაძლოა თქვენი სმარტფონი ვერაფერში გამოიყენოთ;

ახალი სმარტფონის ყიდვისას შეამოწმეთ IMEI კოდი კომპანია Apple-ს საიტზე,  ამ კოდის საშუალებით შეგიძლიათ გადაამოწმოთ, თუ როდის არის გააქტიურებული თქვენის სმარტფონი, მართალია უკვე გააქტიურებული  iPhone ჩვეულებრივად მუშაობს და შეიძლება მას პრობლემა არც ექნეს, მაგრამ ამ შემთხვევაში კომპენსაციის სახით მოითხოვეთ ფასდაკლება ან რაიმე სახის საჩუქარი;

საქართველოში შემოდის სხვადასხვა ბაზრისათვის განკუთვნილი  iPhone-ბი, მართალია მუსირებს აზრი რომ ამერიკული ვერსია ყველას ჯობია, მაგრამ ძირითადად განსხვავება სხვადასხვა ვერსიებს შორის მინიმალურია, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ არაბულ ვერსიებს არ აქვს FaceTime-ის ფუნქცია, სიმართლე ითქვას იგი უმეტესობას არც ესაჭიროება, ვინაიდან არსებობს უამრავი სხვა მსგავსი სერვისი (იგივეSkype), მაგრამ ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ მოითხოვოთ სხვა ვერსია ან კი ფასდაკლება, რომელსაც გამყიდველი ალბათ გაითვალისწინებს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ კორეა-იაპონიისათვის განკუთვნილ სმარტფონებს ჩუმ რეჟიმშიც კი არ ეთიშებათ ფოტოს გადაღების ხმა, რაც ამ ქვეყნების კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.

და ბოლოს: აუცილებლად კარგად გადაიკითხეთ საგარანტიო პირობები და სწორად შეარჩიეთ სერვის ცენტრი სადაც ასეთ ძვირიან პროდუქტს ყიდულობთ. ბევრი მათგანი შემოგთავაზებთ ტექნიკის დაზღვევას, რაც საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება იქნება თქვენი მხრიდან, ვინაიდან დაზღვევის თანხა, ტექნიკის ფასთან შედარებით არც ისე მნიშვნელოვნად გამოიყურება (შეადგენს თანხის დაახლოებით3%), სამაგიეროდ მომავალში შეიძლება იგი ძალიან გამოგადგეთ.

review.ge

იტვირთბა....