ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჯარისკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს: თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რიგითი ვლადიმერ მაისურაძე გუშინ ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს:

“I კლასის რიგითი ვლადიმერ დურმიშხანის ძე მაისურაძე, დაბადებული 10.04.1995, მცხოვრები ხაშურის რაიონის სოფელ ალში. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა 2014 წლის 16 მაისიდან. მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულში.

იმყოფებოდა დათხოვნაში. გუშინ მეზობლის საბძელში აღმოაჩინეს ჩამომხრჩვალი. ვინაიდან დათხოვნაში იმყოფებოდა, საქმეს იძიებს ხაშურის რაიონული პოლიცია”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

იტვირთბა....