ინგრედიენტები:
მწვანე ოსპი 250g.
მრგვალი ბრინჯი 1/2 ჭიქა
სტაფილო 2 ცალი საშუალო ზომის.
მარილი 1/2 საშუალო ზომის.
ზეთი ან კარაქი(სამარხვო)
1 კბილი ნიორი.
სანელებლები:
1 სუფრის კოვზი ხმელი ცერეცო (ის კატლეტს აძლევს
განსაკუთრებულს არომატს )
ხმელი ქინძი 1/3 ს/კ
შავი პილპილი 1/2 ს/კ
წიწაკა გემოვნებით.
მომზადება:
ქვაბში ჩავყროთ 2 ჭიქა ოსპი, დავასხათ 2 ჭიქა ცივი წყალი, დავახუროთ ქვაბს თავზე და შევფუთოთ პირსახოცში თბილად. კარგად რომ გაღვივდება, ბლენდერით ავთქვიფოთ.
მოვხარშოთ ბრინჯი მარილთნ ერთად. გავხეხოთ სტაფილო. ცალკე ქვაბში გავადნოთ კარაქი (ზეთი) და ჩავყაროთ სანელებლებლები. ერთი წუთი ვშუშოთ. შემდეგ ჩავყაროთ გახეხილი სტაფილო, მოხარშული ბრინჯი და ოსპი. ამოვურიოთ კარგად. მიღებული მასა საფანელით ორივე მხრიდან დავფაროთ და შევწვათ ტაფაზე.