მექსიკის პრეზიდენტი დათანხმდა, შეაჩეროს მიგრაცია აშშ-ში თავისი ქვეყნის გავლით – აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან, კლაუდია შაიბაუმთან სატელეფონო საუბარი გამართა.
“დათანხმდა, რომ შეაჩეროს მიგრაცია აშშ-ში მექსიკის გავლით და ეფექტურად დახუროს ჩვენი სამხრეთის საზღვარი“ – დაწერა ტრამპმა.
მას მალევე გამოეხმაურა მექსიკის პრეზიდენტი, რომელმაც აღნიშნა, რომ მექსიკის პოზიციაა არა საზღვრების დახურვა, არამედ მიგრაციის პრობლემის მოგვარება ადამიანების უფლებების დაცვით.