ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გვაშფოთებს, რომ აშკარად არ არსებობს საერთო გეგმა ამ ომის სწრაფი და დამაჯერებელი დასასრულისთვის”- მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მას სულ უფრო მეტად აშფოთებს ირანთან ომის დასრულების სტრატეგიის აშკარა არარსებობა.

„ომის ყოველი მომდევნო დღე სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს. ყველაზე მეტად ის გვაშფოთებს, რომ აშკარად არ არსებობს საერთო გეგმა ამ ომის სწრაფი და დამაჯერებელი დასასრულისთვის“, – განაცხადა მერცმა ბერლინში, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ არ გვაქვს ინტერესი დაუსრულებელ ომში“, – დასძინა კანცლერმა.

მისი თქმით, ხანგრძლივმა ომმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გამოუვალი მდგომარეობა, რომელიც შეაფერხებს ევროპის ენერგომომარაგებას და ლტოლვილთა ახალ კრიზისს გამოიწვევს.

„ისეთი სცენარი, როგორიც ლიბიაში, ერაყსა თუ რეგიონის სხვა ქვეყნებში ვიხილეთ, ყველას დაგვაზიანებს“, – განაცხადა მერცმა. „ეს გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე, ენერგომომარაგებასა და, შესაძლოა, მიგრაციასთან დაკავშირებულ ვითარებაზეც“.   

იტვირთბა....