აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ ომის პირველ ორ დღეში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც გაეცნენ პენტაგონის მიერ კონგრესისთვის წარდგენილ შეფასებას.
ეს უზარმაზარი თანხა – 5.6 მილიარდი დოლარი – კაპიტოლიუმზე სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სისწრაფით ხარჯავს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მოწინავე შეიარაღების სისტემებს.
მათ შორისაა შორ მანძილზე მოქმედი ზუსტი საბრძოლო მასალები, რომლებიც, როგორც CNN-ი იუწყება, ომის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად გამოიყენებოდა.
აშშ და მისი მოკავშირეები ასევე ხარჯავენ საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან რაოდენობას ირანული ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად, რომელთა „უზარმაზარი მარაგი“ აქვს თეირანს – განაცხადა არიზონელმა „დემოკრატმა“ სენატორმა, მარკ კელიმ.

