ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

„მაესტროში“ თანამშრომლები გაიფიცნენ

 

ტელეკომპანია “მესტროში” გაფიცვაა. გაფიცული არიან ტელევიზიის ჟურნალისტები, მემონტაჟეები და ოპერატორები. გაფიცვის მიზეზი სახელფასო დავალიანებაა. “კონტაქტი თორმეტზე” ეთერში არ გავიდა. ეთერში ვერ გადის “ბიზნესკონტაქტიც”.

”დღეს “ბიზნესკონტაქტი” არ იქნება ეთერში. მიზეზები მრავალია. მოკლედ რომ გადმოგცეთ: არხზე შემქნილია რთული ფინანსური, ტექნიკური და მმართველობითი პრობლემები. ბოდიშს ვუხდით ჩვენს მაყურებლებს, რესპონდენტებს და ყველას, ვინც დღევანდელ ეთერს ელოდა. წარმატებები! ბიზნესკონტაქტი და “საქმიანი დილა” მალე კვლავ ერთად ვიქნებით!”, – ნათქვამია ”ბიზნესკონტაქტის” ”ფეისბუქის” გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ამ წუთებში “მაესტროში”თათბირი მიმდინარეობს, რომელსაც ორივე მმართველი მხარის წარმომადგენლები ესწრებიან.

იტვირთბა....