ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

8 აპრილს თბილისის მეტროპოლიტენის პარალიზებაა მოსალოდნელი

8 აპრილს შესაძლოა თბილისის მეტროპოლიტენმა არ იმუშაოს, ამის შესახებ განცხადება დღეს პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“- ის წევრებმა გააკეთეს.

„ერთობა 2013“-ის წევრმა, მემანქანე ემზარ ბარბაქაძემ განაცხადა, რომ პირველ მარტს ჯანდაცვის სამინისტროში, მერიაში და თბილისის სატრანპორტო კომპანიის ადმინისტრაციაში მათ განცხადებები სამი მთავარი მოთხოვნით შეიტანეს, რომელთაგანც მხოლოდ ერთ საკითხზე  დღესაც გარკვეული შეთანხმება მიმდინარეობს.

როგორც ემზარ ბარბაქაძე ამბობს, მეტროპოლიტენის მემანქანეები და მეტროში სხავადასხვა პოზიციაზე დასაქმებული ადამიანები წელთა ნამსახურების მიხედვით ანაზღაურებას, ხელფასის მომატებას და ღამის საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას მოითხოვენ. მისი თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაცია თანახმაა წელთა ნამსახურების მიხედვით თანამშრომლებისთვის თანხები აპრილის თვეში ჩარიცხოს. რაც შეეხება ხელფასის მომატებას და ღამის საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას, ამ ორ თემაზე საუბარი საერთოდ არ მიმდინარეობს.

მეტროპოლიტენის თანამშრომლები ადმინისტრაციას სამდღიან ვადას აძლევენ. როგორც ბარბაქაძე აბობს, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, 8 აპრილს შესაძლოა მეტროპოლიტენმა აღარ იმუშაოს.

იტვირთბა....