ამქვეყნად არსებობენ განსაკუთრებული გამჭრიახობითა და ინტუიციით დაჯილდოებული ადამიანები, რომელთაც ფაქტობრივად, ვერავინ და ვერასოდეს ვერაფერს გამოაპარებს.
ზოგის შემთხვევაში ეს გამოცდილების ბრალია, ზოგს კი თანდაყოლილი “სენსორული აზროვნება” ეხმარება იმაში, რომ ნებისმიერი ტყუილი, ასე ვთქვათ, “კანით იგრძნოს”. ასტროლოგები თვლიან, რომ ყველაფერ ამას ზოდიაქოს ნიშანი და მისთვის დამახასიათებელი თვისებებიც განაპირობებს. თუმცა, აქაც ორი მხარე აქვს “მედალს” – ერთნი თუ ინტუიციის ხარჯზე ახერხებენ, რომ ვერავინ შეძლოს მათი გასულელება, მეორენი უბრალოდ, ზედმეტად ფრთხილები ხდებიან და ხშირად მათი ეჭვიანობა ყოველგვარ ზღვარსაც სცილდება.
ქალწული – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს გასაოცარი ანალიტიკური აზროვნების უნარი გააჩნიათ. ამიტომ მათთვის, ფაქტობრივად, არაფერია შეუმჩნეველი გარშემო. როგორც წესი, დეტალიზაციის ამგვარი უნარი ქალწულს ხშირად პრობლემასაც უქმნის, იმიტომ, რომ გარშემო მყოფები მას ხშირად, როგორც აუტანელ მეწვრილმანეს და “ტვინის ბურღს”, ისე აღიქვამენ. სამაგიეროდ, ვერავინ და ვერასოდეს შეძლებს ქალწულის მოტყუებას. იგი დეტალების სიზუსტით იმახსოვრებს ნებისმიერ მოვლენას და ფაქტებს არასოდეს ამახინჯებს. შესაბამისად, რომც ეცადოთ მის მოტყუებას, ყოველთვის მზად ექნება თქვენთვის “კონტრ-დარტყმის” სახით მტკიცებულებები და არც სამართალდამცველების დახმარებაზე იტყვის უარს. შესაბამისად, ფრთხილად ქალწულის გასულელებისას!
მორიელი – ეს ადამიანები გასაოცარი ინტუიციით, გამჭრიახობითა და ეშმაკობით არიან დაჯილდოებულნი. ცნობილი გამოთქმა “ეშმაკზე ერთი დღით ადრე დაბადებულის” შესახებ, სწორედ მორიელს შეეფერება. ყველაფერ ზემოჩამოთვლილთან ერთად, მას გასაოცარი თავდაჭერისა და მოთმინების უნარი გააჩნია, რაც საშუალებას აძლევს, ღიმილით ისმინოს სიცრუე, მაშინ, როცა სიმართლე უკვე ზედმიწევნით იცის… მაგრამ ყველაფერ ამის შემდეგ რომ სიცრუის ავტორს კარგი დღე არ დაადგება, ეს მხოლოდ მორიელებმა იციან… ამიტომ, უფრთხილდით მორიელის შურისძიებას და ის ფაქტი, რომ ჩადენილი საქციელის გამო მაშინვე არ დაგატეხათ თავზე რისხვის ნიაღვარი, ნუ გაგათამამებთ. მორიელმა ზუსტად იცის – შურისძიება ისეთი კერძია, რომლის მირთმევაც მას ცივად უფრო ეამება.
წყარო: megatv.ge