გლდანში მოკლული 22 წლის ბიჭის მეგობრები ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, დაჭრილია მათი კიდევ ერთი მეგობარი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
ერთ-ერთი მეგობრის ინფორმაციით, მოკლული მასთან იმყოფებოდა დილის ოთხ საათამდე, შემდეგ მან სახლი დატოვა. მეგობრებით თქმით, მათ მალევე გაიგეს სროლი ხმა.
“3-4 საათისთვის ყველა დავიშალეთ. დაახლოებით ათი ადამიანი ვიყავით. დილით უკვე პოლიცია მოვიდა და დაკითხვაზე წამომიყვანეს”. – განუცხადა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს მოკლულის ერთ-ერთმა მეგობარმა.
თვითმხილველების თქმით, გასროლის ხმა დაახლოებით ოთხ საათზე გაიგეს.
შეგახსენებთ, თბილისში 22 წლის მამაკაცი მოკლეს. ახალგაზრდას თავში ესროლეს. გარდაცვლილს 4 ტყვია აქვს მოხვედრილი.