ახალი ამბები

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის კომენტარი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

დედაქალაქის ცენტრში, ღამით და გამთენიისას განვითარებული მოვლენების შესახებ, “ქართულ ოცნებაში” პირველი კომენტარი გაკეთდა.

“აუცილებელია, ადამიანებმა თავისუფლად რეჟიმში გამოხატონ თავიანთი პროტესტი (თუ დააფიქსირონ თავიანთი აზრი), მაგრამ მთავარია, რომ ეს იყოს კანონის ჩარჩოებში და სრულად იყოს დაცული კანონის მოთხოვნები. ამ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროტესტი გამოეხატათ, მაგრამ ისინი გასცდნენ კანონის ჩარჩოებს. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოწოდების საფუძველზე – დაეცვათ კანონი, გადასულიყვნენ სავალი ნაწილიდან, გაეთავისუფლებინათ გზა, რომლითაც ფერხდებოდა ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების უფლება, თავისუფალი ცხოვრების უფლება და მშვიდ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა, ამ ადამიანებმა ეს ყველაფერი არ გააკეთეს. ჩვენ ვნახეთ, როგორ ჰქონდათ ცეცხლი დანთებული… კოცონი… ხან რაღაცას წვავდნენ თუ ხან რაღაცას მიირთმევდნენ… ვნახეთ შეურაცხყოფები, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლს მიაყენა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ახლა ვხედავთ ე.წ. ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების პირდაპირ მცდელობას, რომ როგორმე ისევ გამოიწვიონ არეულობა”, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.

იტვირთბა....