ახალი ამბები

“მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად” – TI-ს და ISFED-ის განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) და სამართლიანი არჩევნები (ISFED) თბილისში, კერძოდ ჭავჭავაძე-მელიქიშვილის ქუჩებზე დემონსტრაციების დარბევას ეხმაურებიან.

ორგანიზაციები გმობენ შსს-ს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალლადობას და მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოს, კანონის ფარგლებში იმოქმედოს და არ შეასრულოს ქართული ოცნების უკანონო დავალებები.

“გამთენიისას, დაახლოებით 7:00 საათზე, საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი მომიტინგეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს ადგილიდან. უკანონო დარბევის დროს დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, “მთავარი არხის” ოპერატორი, სერგი ბარამიძე, რომელსაც სამართალდამცავები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ფიზიკურად იძალადეს “პუბლიკას” ჟურნალისტზე, მინდია გაბაძეზეც. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესა და “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, გივი ავალიანს.

საქართველოში პოლიცია უკვე მერამდენედ ატარებს ძალადობრივ ოპერაციებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რითაც უხეშად არღვევს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. არ დაემორჩილონ მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად” – ვკითხულობთ განცხადებაში.

იტვირთბა....