საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციით, აქციაზე პოლიციელებმა 12 ადამიანი დააკავეს.
ქურდოვანიძის ინფორმაციით, ადვოკატები, ამ დროისთვის მათი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.
“ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე 577070563, შემოვიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ. ადვოკატები მათი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ, არავის დავტოვებთ ადვოკატის დახმარების გარეშე,” – წერს ნონა ქურდოვანიძე.
წყარო:mtavari.tv