ახალი ამბები

“ქართველ ხალხს ბატონი პუტინის ორბიტის ნაწილად ყოფნა არ უნდა” – დევიდ მაკალისტერი

“ყველა დარღვევა უნდა იყოს გამოძიებული” – ამ მოთხოვნით წარსდგა ევროპარლამენტარი, დევიდ მაკალისტერი ევროპარლამენტში, სადაც ამ წუთებში საქართველოს შესახებ დებატები მიმდინარეობს.

ტრიბუნიდან დევიდ მაკალისტერი საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ “ქართველ ხალხს ბატონი პუტინის ორბიტის ნაწილად ყოფნა არ უნდა”.

გასულ წლის დეკემბერს ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთვის მიეცა კანდიდატის სტატუსი. ისტორიული გადაწყვეტილება, იყო უზარმაზარი შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის. სამწუხაროდ, ბოლო დროს, სერიოზული შეშფოთებას იწვევს ქვეყნის ტრაექტორია. წინასაარჩევნო გარემო იყო გასვრილი დარღვევებით. ქართველები დემონსტრაციებს აწყობენ და ისინი აცხადებენ, რომ უნდათ ევროკავშირი და არ უნდათ ბატონი პუტინის ორბიტის ნაწილი იყვნენ. ყველა დარღვევა უნდა იქნეს გამოძიებული და ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები უნდა იყოს გათვალისწინებული”, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

იტვირთბა....