ახალი ამბები

26 ოქტომბრის არჩევნებს სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, ამიტომ გვჭირდება დარღვევების გამოძიება, ასევე, სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ – მარკეტა გრეგოროვა

26 ოქტომბრის არჩევნებს სამართლიანს ვერ ვუწოდებთ, ამიტომ გვჭირდება დარღვევების გამოძიება, ასევე, სანქციები პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

“2021 წლის საქართველოს არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და პირდაპირი მანიპულირება არ მინახავს. თუმცა, მაშინაც კი ვფრთხილობდით არ გვეთქვა, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, ამომრჩეველზე თვალთვალისა და იძულებითი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შეუსაბამობის გამო. თითქმის სამი კვირის წინ, მე პირადად შევესწარი მანიპულირებას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ბიულეტენების ჩაყრის შოკის მომგვრელ შემთხვევებს, გაყალბების ფაქტებს, ამომრჩეველთა ფარულობის არარსებობასა და დაშინებას“ – აღნიშნა მარკეტა გრეგოროვამ.

იტვირთბა....