ახალი ამბები

“ეს არის არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები, რომელიც ვნახე საქართველოში” – ევროპარლამენტარი

“ეს არის არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები, რომელიც ვნახე საქართველოში” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

“იყო დაშინება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, ეს არის არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტების სრული ნაკრები, რომელიც მე ვნახე საქართველოში, როდესაც არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი ვიყავი. ამას საპროტესტო აქციები მოჰყვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა, ისინი ამბობდნენ, რომ მათ არჩევნები მოჰპარეს. ისინი ქართულ და ევროპულ დროშებს აფრიალებენ. მათ სჯერათ ჩვენი და იმედოვნებენ, რომ მათ არ მივატოვებთ. „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა, ვლადიმერ პუტინისკენ მიბრუნდნენ და მათ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურთ“ – განაცხადა ნატალი ლუაზომ.

იტვირთბა....