ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“აზერბაიჯანმა მტერს თავისი ადგილი მიუჩინა”

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთიანი ყარაბაღის ზონაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. “სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ მორიგი შეიარაღებული პროვოკაცია განახორციელა”, – ასეთი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

“აზერბაიჯანმა მტერს თავისი ადგილი მიუჩინა და ღირსეულად უპასუხა” – აღნიშნა ალიევმა.

მისი თქმით, ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, ეს ოპერაცია პროვოკაციაზე საპასუხოდ ჩატარდა, რომელშიც სამხედრო გამარჯვებას უკვე მიღწეულია.

“მტრის პროვოკაციები არც მომავალში დარჩება უპასუხოდ. აზერბაიჯანის არმიას ეს შეუძლია”, – განაცხადა ალიევმა.

მთიანი ღარაბაღის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის შორის ე.წ. შეხების ხაზის მთელ პერიმეტრზე არსებული ვითარება მძაფრი რჩება. მთიანი ღარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის ბანაკის პრესს სამსახურის ცნობით, დამოუკიდებელი ღარაბაღის ჯარის მოწინავე ქვედანაყოფები თავდაცვით ბრძოლებს წარმატებით მართავენ. მოწინააღმდეგე განიცდის მძიბე დანაკარგებს.

ყველაზე მაშტაბური შეტაკებები სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიმდინარეობს. მოწინააღმდეგემ, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მათ შორის მმ-21 („გრად“-ი) დანადგარების გამოყენებით მიზანში არა მხოლოდ თავდაცვის ჯარის პოზიციები, არამედ რესპუბლიკის შიდა რაიონებში განლაგებული მშვიდობიანი სოფლებიც აიღო. ამ მიმართულებით 12:30-ზე თავდაცვის ბანაკის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით მოწინააღმდეგის ერთი ვერთმფრენი და 1 ტანკი განადგურდა.

სამწუხაროდ, მძიმე შეტაკებების შედეგად ღარაბაღის მხარემაც განიცადა დანაკარგები. დამატებითი ინფორმაცია გავრცელდება მოგვიანებით.

იტვირთბა....