ცესკოს წევრები ოპოზიციური პარტიებიდან ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრას მართავენ. როგორც შეხვედრის წევრებმა სასახლეში შესვლამდე განაცხადეს, მათ თან აქვთ ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ცესკო როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების პერიოდში “ქართული ოცნების” დღის წესრიგით მოქმედებდა და ოლიგარქის რეჟიმის დაკვეთას ასრულებდა.
ცესკოს ოპოზიციონერი წევრების განცხადებით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტს უშუალოდ ცესკოს წარმომადგენლებისგან გააჩნდეს ინფორმაცია იმ პროცესებზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის “შიდა სამზარეულოში” ვითარდებოდა