გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ არ აპირებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს იმავე ტიპის განცხადებით, რა განცხადებებითაც ცესკოს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ მიმართავენ.
პარტიის წარმომადგენელს ანა ბუჩუკურს „ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტმა ჰკითხა, იმ შემთხვევაში თუკი შეიკრიბება პარლამენტი და ცნობს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას, ამის შემდგომ აპირებს თუ არა მათი გუნდი მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით?
შეკითხვას ბუჩუკური პასუხობს:
„იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თვითმიზანს მივაღწიეთ, რომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების გამოხატვის მთავარი ინსტრუმენტი, არჩევნები, რაღაცნაირად გადავარჩინოთ და მივაღწიეთ ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და ჩართულობით, რომ ჩატარდეს ამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები, ჩვენი გუნდის პირობა ცალსახად არის ის, რომ ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს იმავე ცესკოს ადმინისტრაციის პირობებში , იმოტომ რომ აზრი არ ექნება , ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს იმავე სუს-ის ადმინისტრაციის პირობებში იმიტომ რომ აზრი არ ექნება… ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს იმავე სახალხო დამცველის პირობებში , ეს არჩვენები არ უნდა ჩატარდეს საფინანსო უწყებების იმავე ადმინისტრაციის პირობებში , ამაში მემგონი ყველანი ვთანხმდებით…
თუ ამას მივაღწიეთ, რომ ხელახალი არჩვენები ტარდება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და ჩართულობით, რა თქმა უნდა, რასაც ჰქვია რეალური ცესკოს ფუნქციის დაბრუნება, რეალური სუს-ის ფუნქციის დაბრუნება და რეალური სახალხო დამცველის არჩევა, რა თქმა უნდა, ამაში მივიღებთ მონაწილეობას კი არა, ჩვენი პირობები იქნება დაყენებული, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს.“